ჩინეთის საგარეო უწყების წერილი და NED-ის გაშიფრული სქემა
ჩინეთის საგარეო უწყების წერილი და NED-ის გაშიფრული სქემა. წერილში ნათქვამია, რომ NED-ი მოქმედებს, როგორც ამერიკის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“. დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, შიდა საქმეებში ჩარევით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით. სტატიაში წერია, რომ NED-მა საქართველოში დააფინანსა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მოეწყოთ აქციები. ცნობისთვის, „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ აფინანსებს „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელთა სახელით ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე ყალბ სტატიებს აქვეყნებენ, თითქოს ივანიშვილი ქონებას ფლობს რუსეთში.
