საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო
საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო. ჩვენი ქვეყნის გუნდის მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია იყო და სტუმრებმა სამ სეტში გაიმარჯვეს. სოსო ლობჟანიძის გუნდი შესარჩევ ეტაპზე კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები 29 აგვისტოს, საბერძნეთს დაუპირისპირდება. გუშინ ითამაშა ქალთა ნაკრებმაც, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შეხვედრა ასევე 3:0 დათმო.
