88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი გარდაიცვალა
88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი გარდაიცვალა. „მწუხარებით გატყობინებთ მამის გარდაცვალების შესახებ. მან სიმშვიდეში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში დატოვა ეს სამყარო“,- ნათქვამია მსახიობის შვილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ალენ დელონმა სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. ალენ დელონი არაერთი საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი და საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელია.