თურქეთში მესამე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთში მესამე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის კერები ქვეყნის ხუთ პროვინციაშია დაფიქსირებული. თურქეთის სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვითარება შედარებით დასტაბილურდა იზმირში, სადაც მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება. როგორც გამოძიებით დადგინდა, ცეცხლი კარშიაკის რაიონში პიკნიკის დროს დანთებული ცეცხლის შედეგად გაჩნდა. ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო. მან დასახლებულ რაიონებში შეაღწია, რის შედეგადაც რამდენიმე სახლი დაიწვა. ტყის ხანძარს ებრძვიან თურქეთის დასავლეთით, აიდინისა და მანისას პროვინციებში, ასევე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბოლუსა და ქარაბუქის პროვინციებშიც.
