ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელში გაემგზავრა
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. მხარეები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რაზეც მომავალი კვირიდან კატარის დედაქალაქში მოლაპარაკება განახლდება. მოლაპარაკების პირველი რაუნდის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
