ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში გრძელდება და ჩვენი პოზიციები სულ უფრო ძლიერდება
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში გრძელდება და ჩვენი პოზიციები სულ უფრო ძლიერდება“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოპერაცია გეგმის მიხედვით ტარდება და უკრაინელი მებრძოლების სიმამაცის წყალობით, უკრაინა დასახულ მიზნებს აღწევს.
