ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა. მანამდე ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის რუსულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინამ სადგურის ტერიტორიაზე დრონით იერიში მიიტანა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და არც სადგურის აღჭურვილობა არ დაზიანებულა.
