ირაკლი ჩიქოვანი: ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე
„ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე“,- წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. როგორც მინისტრი აღნიშნავს, სწორედ, გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
