NED-ის გაშიფრული სქემა
NED-ის გაშიფრული სქემა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სკანდალურ წერილში ნათქვამია, რომ NED-ი მოქმედებს, როგორც ამერიკის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“, ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით. სტატიაში წერია, რომ NED-მა საქართველოში დააფინანსა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მოეწყოთ აქციები. სტატიაში ასევე ნათქვამია ისიც, რომ NED-ის მიზნები ამერიკაშიც გაშიფრეს. ცნობისთვის „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ აფინანსებს „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელთა სახელით ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე ყალბ სტატიებს აქვეყნებენ, თითქოს ივანიშვილი ქონებას ფლობს რუსეთში.
