ფრანგული კინოს ლეგენდარული მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა
88 წლის ასაკში ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია. ალენ დელონმა სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ის არაერთი საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი იყო. 2019 წელს ალენ დელონს კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ გადასცეს.
