ძლიერი ხანძარი ლონდონში
ძლიერი ხანძარი ლონდონში. ცეცხლი „სომერსეტ ჰაუსის“ მუზეუმს გაუჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასწრაფო დახმარების სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, შენობის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინათ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული. საბოლოოდ ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა. ინციდენტის შედეგად ხელოვნების ნიმუშები არ დაზიანებულა. რამ გამოიწვია ხანძარი, ამ დრომდე უცნობია.