„ჰამასის“ პრესსპიკერი: მოლოდინი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, ილუზიაა
„მოლოდინი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, ილუზიაა“,- ამის შესახებ „ჰამასის“ პრესსპიკერმა განაცხადა. მანამდე კატარის დედაქალაქ დოჰაში კატარის, შეერთებული შტატებისა და ეგვიპტის შუამავლობით მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ამერიკული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივები ოპტიმისტურია.
