ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ტესლა საიბერ თრაქის“ მოდელს მართავს. ავტომობილს სახურავზე ტყვია მფრქვევი აქვს დამონტაჟებული. ვიდეოში კადიროვი „ტესლას“ დირექტორს, ილონ მასკს „თანამედროვეობის უდიდეს გენიოსს“ უწოდებს და მას ჩეჩნეთში ეპატიჟება. სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით „ტესლას“ ხელმძღვანელობას კომენტარი არ გაუკეთებია.
