კურსკის ოლქზე უკრაინის შეტევის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საზღვრისპირა რაიონებიდან 3 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანა
კურსკის ოლქზე უკრაინის შეტევის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საზღვრისპირა რაიონებიდან 3 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანა. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა არტიომ შაროვმა განაცხადა. მისივე თქმით, 170-ზე მეტ დროებით განთავსების ცენტრში ამ დროისათვის 10 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 3 ათასამდე ბავშვი იმყოფება.
