რუსეთის საოკუპაციო ძალებმა პაკროვის რაიონში, ქალაქ მირნოგრადზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა პაკროვის რაიონში, ქალაქ მირნოგრადზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმა 9-სართულიან კორპუსზე განხორციელდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კრამატორსკზეც. დაშავდა ერთი ადამიანი.
