გიდების მოსამზადებელი პროგრამა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ადგილობრივი გიდების მოსამზადებელი პროგრამა განხორციელდა. ინტენსიური სასწავლო პროგრამა დამწყები და პრაქტიკოსი კულტურული ტურიზმის გიდებისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოიცავდა როგორც თეორიულ ლექციებს, ასევე ინტერაქტიურ სემინარებს.