NED-ის გაშიფრული სქემა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სკანდალური წერილი, სადაც დემოკრატიის ეროვნული ფონდის რეალურ მიზნებზე, ხელისუფლებების დამხობაზე, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზეა საუბარი, განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. სახელისუფლებო გუნდი, NED-ის არაკეთილსინდისიერ საქმიანობაზე დიდი ხანია საუბრობს. უმრავლესობა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, არ დააფინანსონ მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც სხვა ქვეყნებში არეულობას გეგმავენ. ცნობისთვის, წერილში საუბარია საქართველოზეც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციად ცნობილი NED-ი გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს აფინანსებდა. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ NED-ის მიზნები ამერიკაშიც გაშიფრეს.
