ფესტივალი რადიკალების კამპანიისთვის
„ქრონიკის“ არაერთი შეკითხვის მიუხედავად, დანიის საელჩომ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით, არ გვიპასუხა. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსად, გადაგვამისამართა ორგანიზაციასთან, რომელიც აფინანსებს, ღონისძიებას, სადაც ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიმბოლიკა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ბანერი იყო გამოფენილი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს ღონისძიება ქართულ პოლიტიკაში, უცხოური ჩარევისა და უცხოური ფულის მორიგი დასტურია
