„ქართული ოცნების“ დელეგატები
დელეგატების მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დელეგატების საქმიანობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეგიონების ხმა ისმოდეს პარლამენტში. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 22 საარჩევნო ოლქში დელეგატები უკვე დაასახელა. ყველა მათგანი მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში გამსვლელ ადგილზე იქნება. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი თბილისის 8 დელეგატის ვინაობაც
