თურქეთის სამ პროვინციაში მეხანძრეები ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ
თურქეთის სამ პროვინციაში მეხანძრეები ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ოპერაციაში 14 თვითმფრინავი, 30-ზე მეტი ვერტმფრენი, 265 სახანძრო მანქანა და 1400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. ამ ეტაპზე ცეცხლის დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
