სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ახალი სათავო ოფისის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე გაიხსნება
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ახალი სათავო ოფისის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე გაიხსნება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამოქმედების შემდეგ ფუნქციონირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან გადაცემული იჯარით აღებულ შენობაში შეუდგა, რომელიც ვერ პასუხობს აუცილებელ, მინიმალურ მოთხოვნებს. შესაბამისად, უწყებაში ამბობენ, რომ სამსახურმა შექმნისთანავე, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება დაისახა მიზნად, რომელიც სათავო ოფისის მშენებლობის გარდა, სამსახურისთვის რეგიონული ოფისების დამატებასაც მოიცავს. სათავო ოფისის მშენებლობის დასრულება 2025 წლის დეკემბერში იგეგმება.
