ტელეკომპანია „იმედის“დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მოსახლეობა ხელისუფლების პოლიტიკის მხარდაჭერას განაგრძობს
ტელეკომპანია „იმედის“დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მოსახლეობა ხელისუფლების პოლიტიკის მხარდაჭერას განაგრძობს. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, რომ მათი ოპონენტების უმეტესი ნაწილი არჩევნებში ბარიერსაც ვერ გადალახავს. რადიკალური ოპოზიცია, მათთვის არასასურველი შედეგებიდან გამომდინარე, „გორბის“ კვლევას არ აღიარებს.
