ისრაელში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობები იმართება
ისრაელში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობები იმართება. თელ-ავივში ე.წ. „ბოლო შანსის მარშზე” ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, დოჰაში გაგზავნილმა დელეგაციამ გააგრძელოს მოლაპარაკება, ვიდრე შეთანხმებას არ მიაღწევს, რაც, მათი თქმით, ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი მძევლების გადარჩენის ერთადერთი შანსია.
