დასავლეთ სანაპიროზე ათობით ისრაელელი პალესტინურ სოფელს დაესხა თავს
დასავლეთ სანაპიროზე ათობით ისრაელელი პალესტინურ სოფელს დაესხა თავს, დაღუპულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინციდენტი სოფელ ჯიტში მოხდა. მოგვიანებით საგანგებო განცხადება გაავრცელა პრემიერ ნეთანიაჰუს ოფისმა. მასში ნათქვამია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.
