სპორტის მინისტრი სოფელ დიღომში ყოფილი სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
სპორტის მინისტრი სოფელ დიღომში ყოფილი სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ერთსართულიან მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზს, მინი-ფეხბურთის სტადიონსა და ორსართულიან სპორტულ კომპლექსს - ორი სავარჯიშო დარბაზით. პარალელურად, რემონტდება ორსართულიანი შენობა, რომელშიც მოეწყობა გასახდელები, ადმინისტრაციული ოთახები, განახლდება განათებისა და გათბობის სისტემები. დარბაზი მულტიფუნქციურია და შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშების ჩატარება.
