ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ჯამში, 18 კილომეტრი წყლის სისტემა მოეწყობა და სულ მალე 3 300 ბენეფიციარი ხარისხიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას. პროექტები როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.
