განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 მოქალაქე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 აგვისტოს, 1998 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, სოფელ დიღომში, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლობელს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან მიმალული, მკვლელობაში ბრალდებული კახეთში დააკავეს. გამოძიებით ასევე ირკვევა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობრები, რომლებმაც გამოკითხვისას სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს, ძალოვანი უწყების ცნობით, მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.
