პოლიტიკური პარტიების რეიტინგები
არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები დარჩა. მმართველი გუნდის მხარდაჭერა კი, „გორბის” კვლევების თანახმად, ყველა ოპოზიციური პარტიის ჯამურ პროცენტს თითქმის ორჯერ აღემატება. ოპოზიცია ტრადიციულად მონაცემებს არ აღიარებს, მათი განცხადებების ქმედებებთან შეუსაბამობა კი კითხვებს იწვევს - თუ ბარიერის პრობლემა არ აშფოთებთ - რატომ იქმნება ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანებები, ეს დღეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა „გორბიმ“ იმედის დაკვეთით, 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1700 რესპონდენტი გამოიკითხა. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
