„გორბის“ კვლევა
პოლიტიკური რეიტინგები „გორბისაგან“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით. საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაო 24 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს 1700 ზრდასრული მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი პლუს/მინუს 3 პროცენტია. საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? ამ კითხვაზე მიღებული პასუხებით პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ა-ლოკაციით ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 59.3%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 13.1%; კოალიცია „ლელო, ანა დოლიძე - ხალხისთვის - “თავისუფლების მოედანი“ - 5.8%; კოალიცია „ახალი“ „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ - 5.5%; „საქართველოსთვის“ - 4.8%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია - 3%; „ევროპული საქართველო“ - 2.2%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 2.1%; სხვა - 4.2%; ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს
