რუსეთის ბელგოროდის ოლქის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთის ბელგოროდის ოლქის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ოლქის გუბერნატორის თქმით, უკრაინის არმიის თავდასხმების გამო, რეგიონში რთული ვითარებაა შექმნილი. ბელგოროდში უკვე რამდენჯერმე გაისმა საჰაერო განგაში. უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, ქალაქ შებეკინოში 4 ადამიანი დაშავდა. პარალელურად, ბრძოლები გრძელდება რუსეთის კურსკის ოლქში. უკრაინის არმიამ ოლქის სიღრმეში წინ წაიწია და კიდევ სამ დასახლებულ პუნქტში შეაღწია.
