საქართველოში ქურთული ასოციაცია “რონაის” ინიციატივით, ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი ქურთული კონფერენცია იმართება
„კავკასიის ქურთები მომავლის პერსპექტივა“ - საქართველოში ქურთული ასოციაცია “რონაის” ინიციატივით, ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი ქურთული კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე განიხილავენ სამხრეთ კავკასიის ქურთული თემის პრობლემატიკას. კონფერენციის დღის წესრიგშია ისეთი საკითხები, როგორიცაა იეზიდი ქურთების კულტურული იდენტობის შენარჩუნება, ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებ ქურთულ დიასპორებში ქურთული ენის მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება. კონფერენცია 2 დღე გაგრძელდება.
