გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. საქართველოს საკითხზე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრების: საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, მალტის, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალი წევრების, საბერძნეთისა და დანიის სახელით განცხადება მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ფრანჩესკა გატიმ გააკეთა. მისი თქმით, საბჭოს წევრები გმობენ საქართველოს მოქალაქეების: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს.