ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი საგანგებო სიტუაციების დროს შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპებს შეიმუშავებს
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი საგანგებო სიტუაციების დროს შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპებს შეიმუშავებს. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების დროს ადრეული შეტყობინების სისტემის შესაქმნელად მთავრობისთვის რეკომენდაციების და დებულების პროექტის წარდგენაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სისტემის ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე.
