"ქართული ოცნების" პრესსამსახურის განცხადება
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ მიერ, პარტიის განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმიანება და განცხადებითვე პასუხობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ცრუ ფაქტების შემცველი სტატია გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახური წერს, რომ გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა.
