პოლიტიკური რეიტინგები „გორბისაგან“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით
პოლიტიკური რეიტინგები „გორბისაგან“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით. საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაო 24 ივლისიდან 4-ი აგვისტოს პერიოდს მოიცავს. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს 1700 ზრდასრული მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი პლუს მინუს სამი პროცენტია. საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? ამ კითხვაზე მიღებული პასუხებით პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 59.3%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 13.1%; კოალიცია „ლელო, ანა დოლიძე - ხალხისთვის - “თავისუფლების მოედანი“ - 5.8%; კოალიცია „ახალი“ “გირჩი - მეტი თავისუფლება“, “დროა“ - 5.5%; „საქართველოსთვის“ - 4.8%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია - 3%; „ევროპული საქართველო“ - 2.2%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 2.1%; სხვა - 4.2%; ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს.

სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები