თურქეთი პალესტინას ისრაელზე წნეხის გაგრძელებას ჰპირდება
თურქეთი პალესტინას ისრაელზე წნეხის გაგრძელებას ჰპირდება. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში მასპინძლობისას მაჰმუდ აბასს განუცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზაში მიმდინარე ომი და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა დუმილსა და ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. როგორც ერდოღანმა აბასს უთხრა, ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კი მუსლიმანურმა სამყარომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად.
