ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება სატელეფონო საუბრისას განიხილეს შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ
ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება სატელეფონო საუბრისას განიხილეს შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ. სააგენტო „აქსიოსი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპის მიზანი ჰამასთან შეთანხმების დასათანხმებლად ნეთანიაჰუს წახალისება იყო. თუმცა უცნობია, კონკრეტულად, რა უთხრა ყოფილმა პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს.
