ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ კატარის მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ კატარის მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა. ისრაელის მედიაში გავრცელებული ცნობით, „მოლაპარაკებების წარმართვის მანდატი“ დამტკიცებულია, თუმცა არ დაუზუსტებიათ, ისრაელის მხრიდან ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას. სამიტი შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და კატარის მონაწილეობით იმართება. ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას ისახავს მიზნად. ჰამასი სამიტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
