"ქართული ოცნების" პრესსამსახურის განცხადება
"ქართული ოცნების" პრესსამსახური "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" მიერ, პარტიის განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთხელ ეხმაურება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა. ქართული ოცნების პრესსამსახური წერს, რომ "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს" სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობა აქვს.
