გაერთიანებულ სამეფოში 2 კვირიანი არეულობის დროს 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გაერთიანებულ სამეფოში 2 კვირიანი არეულობის დროს 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, მათგან 500-ზე მეტს ბრალი უკვე წაუყენეს. მათ შორის არის 13 წლის გოგონა, რომელმაც აღიარა, რომ 31 ივლისს, თავშესაფრის მაძიებელთა სასტუმროს შენობის კარის შემტვრევა სცადა. ინგლისისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეები ანტისაიმიგრაციო და ანტიმუსლიმური გამოსვლების დროს ძალადობრივი არეულობის, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე ვანდალიზმის ბრალდებით არიან დაკავებული. ზოგიერთ მათგანს სასამართლომ 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა
