ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღება აუქციონის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად იქნება შესაძლებელი
ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღება აუქციონის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად იქნება შესაძლებელი - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით. ეკონომიკის სამინისტროს ინიციირებითა და მთავრობის განკარგულებით დადგინდა ფიქსირებული ტარიფები
