აგვისტოს ომი და „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატი
აგვისტოს ომი და „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატი - სახელისუფლებო გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ნაცმოძრაობის დანაშაულებთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერა, ჰაიდი ტალიავინის დასკვნაზე დათანხმება, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნების შემდეგ საჯარო სამართლებრივი პროცესები წარიმართოს და არაერთ კითხვას პასუხი გაეცეს. მთავარი ადრესატები კომენტარს არ აკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მედიასთან არ ჩანან
