რუსული გაზსადენის ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქების საქმეზე გერმანიამ უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა და ძებნა გამოაცხადა
რუსული გაზსადენის ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქების საქმეზე გერმანიამ უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა და ძებნა გამოაცხადა. გერმანელი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ უკრაინელი მამაკაცი ერთ-ერთი მყვინთავია, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში ბალტიის ზღვაში რუსულ გაზსადენზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. გერმანული მედია მამაკაცის ვინაობას არ ასაჯაროებს. გერმანიის პროკურატურას ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქების საქმეზე კიდევ ორი ეჭვმიტანილი ჰყავს, უკრაინელი მამაკაცი და ქალი, თუმცა მათზე ძებნა ჯერ არ გამოცხადებულა.
