წევა -შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს
წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის მიერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი დროებით ძველი გზით იმოძრავებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო ძველი გზა აღდგენილია, გამოიცვალა საფარი და განახლდა სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.
