შეკვეთილში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა
შეკვეთილში, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, "ბლექ სი არენის" და მუსიკოსთა პარკის მხარდაჭერით, ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 60-მდე ჩაის მწარმოებელს და საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელს მრავალფეროვანი პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი.
