სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სექსუალური გამოძალვის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სექსუალური გამოძალვის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულს, მობილური ტელეფონით ფარულად უღებდა ვიდეოებს; ასევე, მისი ტელეფონიდან ფარულად გადაიწერა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა. მამაკაცის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა იმ სოციალური ქსელის მისამართები, რომელთა გამოყენებითაც ვრცელდებოდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
