ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღება აუქციონის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად იქნება შესაძლებელი
ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღება აუქციონის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად იქნება შესაძლებელი - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით. ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებითა და მთავრობის განკარგულებით დადგინდა ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც დაინტერესებული პირი, 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს.
