თურქეთმა საბერძნეთს ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა
თურქეთმა საბერძნეთს ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ათენის გარეუბანში გაჩენილ ხანძარს უკვე მე-3 დღეა ებრძვიან. ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა, ბევრი კი ძლიერი კვამლის ზემოქმედების გამო საავადმყოფოებში მოხვდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.
