მოლდოვა არ აპირებს უკრაინისათვის განკუთვნილი თვითმფრინავების მიღებას
მოლდოვა არ აპირებს უკრაინისათვის განკუთვნილი თვითმფრინავების მიღებას. საგანგებო განცხადება მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეფ-16 გამანადგურებლები მოლდოვაში განლაგდება. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მოლდოვის ელჩი განმარტებებისთვის ლავროვის უწყებაში დაიბარეს.
