ვაკეში, ავალიშვილის 8 ნომრის მიმდებარედ ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ვაკეში, ავალიშვილის 8 ნომრის მიმდებარედ ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესი 7 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდში ჭავჭავაძის მხრიდან ავალიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, ხოლო ამირეჯიბის გზატკეცილიდან გახსნილი იქნება მხოლოდ ერთი ზოლი. პირველი ეტაპის დასრულებისას ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება. მეორე ეტაპის ფარგლებში, სრულად გადაიკეტება კორპუსებთან მისასვლელი გზა. სამუშაო დაიწყება 19 აგვისტოს და 15 სექტემბერს დასრულდება. ამ პერიოდში სამუშაოები ჩატარდება 09:00 საათიდან 23.00 საათამდე. პროექტის ღირებულება 100 ათასს ლარს შეადგენს.
